GEO
მთავარი / კომპანიის შესახებ

ჩვენი ისტორია და ღირებულებები


სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი 2006 წელს დაარსდა საქართველოში. იგი პირველი ქართული ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ინტელიექსპრესის საქმიანობა საქართველოდან გაფართოვდა საბერძნეთში, შემდგომ კი იტალიაში, კვიპროსსა და თურქეთში, სადაც კომპანია წარმოდგენილია საკუთარი ფილიალების ქსელით. პარტნიორი ბანკებისა და ფინანსური სისტემების მეშვეობით, ინტელიექსპრესი უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, ფარავს თითქმის ყველა კონტინენტს და განაგრძობს ქსელის გაფართოებას. ინტელიექსპრესი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას.

ვინ ვართ ჩვენ

მასშტაბი, გამოცდილება

ინტელიექსპრესი ყოველდღიურად ემსახურება ასობით ათას მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი სისტემის მეშვეობით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება შესაძლებელია 500,000-ზე მეტ გაგზავნისა და განაღდების წერტილში მსოფლიოში.

ინტელიექსპრესი მომხმარებლებს სთავაზობს ფულად გზავნილებსა და დამატებით ფინანსურ მომსახურებებს 100-ზე მეტი პარტნიორის მეშვეობით, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში .პარტნიორთა ფართო ქსელის მეშვეობით ინტელიექსპრესი სრულად ფარავს ასევე: უკრაინას, სომხეთს, მოლდოვას, ფილიპინებს, ისრაელს, პაკისტანს, ინდოეთს, ალბანეთს და კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანას.

70+ ქვეყანა
500k წერტილი
20+ წელი
Office

ფასეულობები

ინტელიექსპრესის საქმიანობა ეფუძნება ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა მეგობრობა, ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები. კომპანია ცდილობს ამ ფასეულობებით იხელმძღვანელოს ყოველდღიურ საქმიანობაში და მომხმარებლებს საკუთარი დიდი ოჯახის წევრებად მიიჩნევს.

უსაფრთხოება

ინტელიექსპრესი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს კლიენტთა მონაცემთა დაცვის თანამედროვე და გამოცდილი ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს OFAC-თან და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ იყენებს Dow Jones-ის მონაცემებს, შესაბამისი რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

განვითარების გზა

2006

კომპანიის დაარსება

ინტელიექსპრესი დაარსდა თბილისში და მიიღო ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან, რაც კომპანიის განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

2007

საერთაშორისო ბაზარზე გასვლა

ინტელიექსპრესი გაფართოვდა საერთაშორისო ბაზარზე და საბერძნეთში მიიღო ლიცენზია საბერძნეთის ცენტრალური ბანკისგან. ამავე წელს გაიხსნა პირველი ფილიალები ათენსა და სალონიკში.

2008

გლობალურ შესაბამისობის სისტემებთან ინტეგრაცია

ინტელიექსპრესი შეუერთდა საერთაშორისო შესაბამისობის სისტემებს - OFAC-სა და Dow Jones Risk & Compliance-ს და გააფართოვა ქსელი ევროპის და აზიის ქვეყნებში.

2011

SWIFT-ის წევრობა

ინტელიექსპრესი ხდება SWIFT-ის წევრი და იღებს საგადახდო დაწესებულების სტატუსს საბერძნეთში, რაც კომპანიის საერთაშორისო განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.

2012

დიდ ბრიტანეთში გაფართოება

ინტელიექსპრესი დიდ ბრიტანეთში გახდა ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის აგენტი, გახსნა ოფისი ლონდონში და გააფართოვა სერვისები ვალუტის კონვერტაციით.

2014

საერთაშორისო ქსელის გაფართოება

ინტელიექსპრესმა გააფართოვა საერთაშორისო ქსელი - გაიხსნა პირველი საკუთარი ოფისი იტალიაში (ბარი), გაფართოვდა საქმიანობა თურქეთში და ამოქმედდა ახალი სერვისი: „გაგზავნე დღეს, გადაიხადე ხვალ“.

2017

აზიის ბაზარზე გაფართოება

ინტელიექსპრესმა მიიღო ლიცენზია ყაზახეთის ეროვნული ბანკისგან და გააფართოვა საგადახდო ქსელი აზიის ქვეყნებში, მათ შორის ტაილანდში, შრი-ლანკაში, ინდოეთში, პაკისტანსა და ჩინეთში.

2018

„მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი

ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ფილიალი ლონდონში და უკრაინის ეროვნული ბანკისგან მიიღო „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი.



ჩვენი მისია

"ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების დაკავშირება და ყოველდღიური ცხოვრების გამარტივება."

გლობალური ქსელი

Bank Geo
Euro Union
Global Pay
Asia Net