ოვერდრაფტი დისტანციური გზავნილებისთვის
მიიღეთ Mastercard ბარათი წინასწარ დამტკიცებული ოვერდრაფტის ლიმიტით, გააგზავნეთ ფულადი გზავნილი საქართველოში დისტანციურად, გამოიყენეთ თანხა საჭირო დროს და გადაიხადეთ ყოველდღიური გადახდები.
უპირატესობები
ოვერდრაფტით შეგიძლიათ საქართველოში ფულადი გზავნილის დისტანციურად შესრულება და თანხის გამოყენება ყოველდღიური საჭიროებებისთვის, ხოლო აქტიური სარგებლობის შემთხვევაში ლიმიტი ეტაპობრივად იზრდება.
ლიმიტი 1200€-მდე
საწყისი ლიმიტი 300 ევროა. აქტიური სარგებლობის შემთხვევაში ლიმიტი 1200 ევრომდე იზრდება.
გზავნილი დისტანციურად
შეასრულეთ ფულადი გზავნილი საქართველოში ფილიალში მისვლის გარეშე.
5 დღე
ათვისებიდან პირველი 5 დღე ოვერდრაფტით სარგებლობაზე პროცენტი არ გერიცხებათ.
ავტომატური ზრდა
ლიმიტი ავტომატურად გადაიხედება ყოველ 3 თვეში. ზრდისთვის საჭიროა ლიმიტის აქტიური ათვისება.
გადახდები ბარათით
გამოიყენეთ Mastercard ბარათი სავაჭრო ობიექტებში, ონლაინ მაღაზიებსა და ციფრულ პლატფორმებზე.
განაღდება ბანკომატში
საჭიროების შემთხვევაში, დამტკიცებული ლიმიტის განაღდება შესაძლებელია ბანკომატიდან.
როგორ მუშაობს?
განაცხადის შევსებიდან ლიმიტის გამოყენებამდე პროცესი მარტივი და სწრაფია.
ავსებთ განაცხადს
განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ. ჩვენი მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდი დაგიკავშირდებათ და გაგაცნობთ პირობებს.
იღებთ Mastercard ბარათს
დამტკიცების შემთხვევაში იღებთ ბარათს საწყისი ლიმიტით, სტანდარტულად 300 ევრო.
სარგებლობთ ოვერდრაფტით
ოვერდრაფტით ასრულებთ ფულად გზავნილს საქართველოში დისტანციურად, ბარათით კი იხდით სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ, ან თანხას იღებთ ბანკომატიდან.
ლიმიტი გეზრდებათ
ლიმიტი გადაიხედება ყოველ 3 თვეში და ის ეტაპობრივად გაიზრდება 1200 ევრომდე. შემდგომი ზრდა ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე მოხდება.
პროდუქტის პირობები
ოვერდრაფტის მთავარი პირობები და ლიმიტის ზრდის შესაძლებლობები
ლიმიტის ზრდის ლოგიკა
ლიმიტი სტანდარტულად 300 ევროდან იწყება და აქტიური სარგებლობის შემთხვევაში ეტაპობრივად იზრდება. გადახედვა ავტომატურად ხდება ყოველ 3 თვეში.
პირველი დამტკიცებული ლიმიტი, სტანდარტულად 300 ევრო.
ლიმიტის ზრდა განიხილება აქტიური სარგებლობისა და გადახდის ისტორიის მიხედვით.
ზრდა დამოკიდებულია ლიმიტის ათვისებასა და გადახდის ისტორიაზე.
1200 ევროს ზემოთ ლიმიტის ზრდა ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე ხდება.
ხშირად დასმული კითხვები
ვისთვის არის განკუთვნილი ეს სერვისი?
სერვისი განკუთვნილია იტალიაში, კვიპროსსა და საბერძნეთში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. ოვერდრაფტით შეგიძლიათ საქართველოში ფულადი გზავნილის დისტანციურად გაგზავნა, ხოლო Mastercard ბარათით — ყოველდღიური გადახდები და თანხის ბანკომატიდან გამოტანა.
რა ლიმიტით იწყება სარგებლობა?
დამტკიცების შემთხვევაში საწყისი ლიმიტი სტანდარტულად 300 ევროა.
როგორ იზრდება ლიმიტი?
ლიმიტი ავტომატურად გადაიხედება ყოველ 3 თვეში. აქტიური სარგებლობის შემთხვევაში ის ეტაპობრივად იზრდება 1200 ევრომდე, ხოლო შემდგომი ზრდა ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე ხდება.
რას ნიშნავს მინიმალური ათვისება ზრდისთვის — 50%?
ლიმიტის გასაზრდელად საჭიროა, რომ საშუალოდ თვის განმავლობაში დამტკიცებული ლიმიტის მინიმუმ 50% გქონდეთ ათვისებული — გამოყენებული გზავნილებისთვის, გადახდებისთვის ან განაღდებისთვის.
შემიძლია თუ არა გზავნილის შესრულება ფილიალში მისვლის გარეშე?
დიახ, ოვერდრაფტის ლიმიტით ფულადი გზავნილის შესრულება საქართველოში შესაძლებელია სრულად დისტანციურად.
რამდენი დღით არის სერვისი უპროცენტო?
უპროცენტო პერიოდი მოქმედებს თანხის გამოყენებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში.
სად შემიძლია Mastercard ბარათის გამოყენება?
ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ სავაჭრო ობიექტებში, ონლაინ მაღაზიებში, ციფრულ პლატფორმებზე და ბანკომატებში.
შეავსეთ განაცხადი დაიმტკიცეთ ლიმიტი 1200€-მდე
მიიღეთ Mastercard ბარათი ოვერდრაფტის ლიმიტით, შეასრულეთ ფულადი გზავნილი საქართველოში დისტანციურად და გამოიყენეთ თანხა საჭირო დროს.