ჩვენი ისტორია და ღირებულებები
სწრაფი ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი 2006 წელს დაარსდა საქართველოში. იგი პირველი ქართული ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირში, საქართველოში, უკრაინასა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
ინტელიექსპრესის საქმიანობა საქართველოდან გაფართოვდა საბერძნეთში, შემდგომ კი იტალიაში, კვიპროსსა და თურქეთში, სადაც კომპანია წარმოდგენილია საკუთარი ფილიალების ქსელით. პარტნიორი ბანკებისა და ფინანსური სისტემების მეშვეობით, ინტელიექსპრესი უკვე ხელმისაწვდომია მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, ფარავს თითქმის ყველა კონტინენტს და განაგრძობს ქსელის გაფართოებას.
ინტელიექსპრესი მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა ფინანსურ მომსახურებას.
მასშტაბი, გამოცდილება
ინტელიექსპრესი ყოველდღიურად ემსახურება ასობით ათას მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი სისტემის მეშვეობით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება შესაძლებელია 500,000-ზე მეტი გაგზავნისა და განაღდების წერტილში მსოფლიოში.
ინტელიექსპრესი მომხმარებლებს სთავაზობს ფულად გზავნილებსა და დამატებით ფინანსურ მომსახურებებს 100-ზე მეტი პარტნიორის მეშვეობით, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში. პარტნიორთა ფართო ქსელის მეშვეობით ინტელიექსპრესი სრულად ფარავს; უკრაინას, სომხეთს, მოლდოვას, ფილიპინებს, ისრაელს, პაკისტანს, ინდოეთს, ალბანეთს და კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანას.
ფასეულობები
ინტელიექსპრესის საქმიანობა ეფუძნება ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა მეგობრობა, ოჯახი და ადამიანური ურთიერთობები. კომპანია ცდილობს ამ ფასეულობებით იხელმძღვანელოს ყოველდღიურ საქმიანობაში და მომხმარებლებს საკუთარი დიდი ოჯახის წევრებად მიიჩნევს.
უსაფრთხოება
ინტელიექსპრესი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს კლიენტთა მონაცემთა დაცვის თანამედროვე და გამოცდილ ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინფორმაციის კონფიდენციალურობას. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს OFAC-თან და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ იყენებს Dow Jones-ის მონაცემებს, შესაბამისი რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
განვითარების გზა
კომპანიის დაარსება
ინტელიექსპრესი დაარსდა თბილისში და მიიღო ლიცენზია საქართველოს ეროვნული ბანკისგან, რაც კომპანიის განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
საერთაშორისო ბაზარზე გასვლა
ინტელიექსპრესი გაფართოვდა საერთაშორისო ბაზარზე და საბერძნეთში მიიღო ლიცენზია საბერძნეთის ცენტრალური ბანკისგან. ამავე წელს გაიხსნა პირველი ფილიალები ათენსა და სალონიკში.
გლობალურ შესაბამისობის სისტემებთან ინტეგრაცია
ინტელიექსპრესი შეუერთდა საერთაშორისო შესაბამისობის სისტემებს - OFAC-სა და Dow Jones Risk & Compliance-ს და გააფართოვა ქსელი ევროპის და აზიის ქვეყნებში.
საგადახდო დაწესებულების სტატუსი
როგორც კონტროლირებადმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ინტელექსპრესმა საბერძნეთში მიიღო „საგადახდო დაწესებულების სტატუსი“ ევროპის ქვეყნებში საგადახდო მომსახურების გასაწევად, Directive 2007-64-EC.
დიდ ბრიტანეთში გაფართოება
ინტელიექსპრესი დიდ ბრიტანეთში გახდა ავტორიზებული საგადახდო ინსტიტუტის აგენტი, გახსნა ოფისი ლონდონში და გააფართოვა სერვისები ვალუტის კონვერტაციით.
საერთაშორისო ქსელის გაფართოება
ინტელიექსპრესმა გააფართოვა საერთაშორისო ქსელი - გაიხსნა პირველი საკუთარი ოფისი იტალიაში (ბარი), გაფართოვდა საქმიანობა თურქეთში და ამოქმედდა ახალი სერვისი: „გაგზავნე დღეს, გადაიხადე ხვალ“.
Mastercard-ის ძირითადი წევრობა
ინტელიექსპრესი გახდა პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, რომელმაც Mastercard-ის ძირითადი წევრის (Principal Member) სტატუსი მოიპოვა.
აზიის ბაზარზე გაფართოება
ინტელიექსპრესმა მიიღო ლიცენზია ყაზახეთის ეროვნული ბანკისგან და გააფართოვა საგადახდო ქსელი აზიის ქვეყნებში, მათ შორის ტაილანდში, შრი-ლანკაში, ინდოეთში, პაკისტანსა და ჩინეთში.
„მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი
ინტელიექსპრესმა გახსნა ახალი ფილიალი ლონდონში და უკრაინის ეროვნული ბანკისგან მიიღო „მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის“ სტატუსი.
SEPA გადარიცხვები ევროპის მიმართულებით
ინტელიექსპრესმა საქართველოში პირველმა დანერგა ევროპული სტანდარტის სერვისი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ევროპის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გადარიცხოს თანხა უპრეცედენტოდ დაბალი ტარიფით, უმოკლეს დროში.