ხშირად დასმული კითხვები
გაეცანით ინტელიექსპრესის სერვისებთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს.
სად შემიძლია ავიღო ინტელიექსპრესის ფულადი გზავნილი?
ინტელიექსპრესის გზავნილის მიღება შესაძლებელია ჩვენს ფილიალებსა და პარტნიორ ბანკებში. ჩვენი ფილიალები და პარტნიორი ბანკები იხილეთ აქ.
როგორ გავაგზავნო თანხა ინტელიექსპრესის სისტემით?
თანხის გაგზავნა შეგიძლიათ ინტელიექსპრესის ფილიალებიდან და ჩვენი პლატფორმის, InexPay-ს საშუალებით.
რამდენ ხანში შევძლებ გზავნილის მიღებას?
გზავნილის დამუშავების დრო დამოკიდებულია მიმართულებაზე, ანუ ქვეყანაზე, სადაც ის გაიგზავნა. იმ ქვეყნებში, სადაც ინტელიექსპრესს პირდაპირი წარმომადგენლობა აქვს, გზავნილი მომენტალურად, გაგზავნისთანავე ხელმისაწვდომია.
ზოგიერთი მიმართულებით გზავნილის დამუშავებას საშუალოდ 10-15 წუთი შეიძლება დასჭირდეს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +995 (32) 2 492525.
რომელ საათამდე მუშაობს ინტელიექსპრესის ფილიალი?
თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რამდენიმე ფილიალი მუშაობს 24/7-ზე. ფილიალების სამუშაო საათები იხილეთ ბმულზე: ფილიალების მისამართები .
მუშაობს თუ არა თქვენი ფილიალები შაბათ-კვირას?
დიახ, ინტელიექსპრესის ფილიალების უმეტესობა შაბათ-კვირასაც სტანდარტული გრაფიკით მუშაობს. კონკრეტული ფილიალის სამუშაო საათების გადასამოწმებლად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: ფილიალების მისამართები .
შემიძლია გზავნილის სტატუსის გაგება ცხელ ხაზზე?
დიახ, გზავნილის სტატუსის გასაგებად საჭიროა ცხელი ხაზის ოპერატორს მიაწოდოთ გზავნილის კოდი და იცოდეთ გზავნილის დეტალები, მაგალითად: გამომგზავნის ვინაობა და თანხის ოდენობა.
რომელ საათამდე მუშაობს ინტელიექსპრესის ლომბარდი?
ცენტრალურ ფილიალში, მარჯანიშვილის მოედანზე, აღმაშენებლის 89-ში, ლომბარდი მუშაობს 24/7-ზე. სხვა ფილიალების ლომბარდის სამუშაო გრაფიკის გადასამოწმებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +995 (32) 2 492525.
ლომბარდის პროცენტის გადახდა შესაძლებელია ფილიალის სამუშაო საათების განმავლობაში.
შესაძლებელია ვალუტის კურსის გადამოწმება, თანხის შეკვეთა ან სპეციალური კურსით სარგებლობა?
სათაო ოფისის მიმდინარე კურსის შემოწმება შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე: old.inteliexpress.com.
თბილისისა და რეგიონების კონკრეტულ ფილიალებში მოქმედი კურსის დაზუსტების მიზნით, გთხოვთ დაუკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზს: +995 (32) 2 492525.
შესაძლებელია წინასწარ დაფიქსირდეს ვიზიტის დრო და შესაბამისი ფილიალი, რათა მოვამზადოთ თქვენთვის საჭირო ვალუტის მოცულობა. ასევე $5000/€ ექვივალენტზე მეტი მოცულობის ვალუტის კონვერტაციის შემთხვევაში მოქმედებს განსაკუთრებული პირობები და ინდივიდუალური მომსახურება.
როგორ გავიგო გზავნილის გაგზავნის საკომისიო?
კონკრეტული მიმართულებით, ანუ კონკრეტულ ქვეყანაში, გზავნილის საკომისიოს დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე ან ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს. ოპერატორი ასევე დეტალურად გაგაცნობთ, სად და როგორ შეძლებს მიმღები თანხის განაღდებას.
შეტყობინება მივიღე, რომ ჩემს სახელზე გზავნილია. რა უნდა გავაკეთო?
თუ გზავნილს ელოდებით, თანხის გამომგზავნი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით უნიკალურ კოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ გზავნილის გადამოწმებასა და მიღებას.
თუ გზავნილს არ ელოდებით, სავარაუდოდ შეტყობინება შეცდომით არის გამოგზავნილი. შესაძლებელია, რომ ტელეფონის ნომერი არასწორად იყო მითითებული და შეტყობინება სხვა ადრესატთან მოხვდა.
რა ტიპის სესხები არის ხელმისაწვდომი?
ინტელიექსპრესში შესაძლებელია სალომბარდე და იპოთეკური სესხებით სარგებლობა. სალომბარდე სესხი გაიცემა ოქროსა და ძვირფასი თვლების უზრუნველყოფით, ხოლო იპოთეკური სესხი — უძრავი ქონების უზრუნველყოფით, სამომხმარებლო ან სხვა მიზნით.
რა დოკუმენტია საჭირო გზავნილის მისაღებად? სხვას თუ შეუძლია ჩემი გზავნილის მიღება?
გზავნილის მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენით. გაითვალისწინეთ, რომ მართვის მოწმობით გზავნილის განაღდებას ვერ შეძლებთ.
თუ გზავნილის მიღება სურს სხვა პირს, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მიმღების მიერ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა.
დაგვიკავშირდით
დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ქვემოთ მოცემული ველის საშუალებით ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე.