კომპანია ახორციელებს სესხების მიღებას ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და არიცხავს მაღალ საპროცენტო სარგებელს, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში.
საფულე
მოთხოვნები
ფიზიკური პირებისთვის
სესხის მინიმალური თანხაა 100,000 ლარი ან მისი ექვივალენტი დოლარში ან ევროში.
იურიდიული პირებისთვის
სესხის მინიმალური თანხაა 500 ერთეული შესაბამის ვალუტაში.
სარგებლის გატანა
მიღებული სარგებლის გატანა შესაძლებელია სურვილისამებრ – თვეში ერთხელ, ან კონტრაქტის ვადის გასვლის შემდგომ. სარგებლის ან ძირი თანხის მიღება შესაძლებელია ხელზე ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
ვადაზე ადრე გატანის უფლებით: მიუხედავად სესხის ვადისა, შესაძლებელია ინტელიექსპრესისთვის მოსესხებული თანხის გატანა ნებისმიერ დროს. (წინასწარი გაფრთხილების ვადა: სამი დღე). ვადიანი სესხის შემთხვევაში აღნიშნული პირობა მოქმედებს თანხის მოსესხებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ.
მოთხოვნამდე პირობით სარგებლობისას: შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეამციროთ ან გაზარდოთ ძირითადი თანხა, ხოლო საპროცენტო სარგებელი მიიღოთ ყოველთვიურად.
ფიზიკური პირის შემთხვევაში მოთხოვნამდე სესხის დროს: ინტელიექსპრესისთვის მოსესხებული თანხის ნაწილის გატანის შემთხვევაში, კომპანიისთვის სესხის სახით გადაცემული თანხა არ უნდა გახდეს 100,000 ლარზე (ან მის ექვივალენტზე USD, EUR) ნაკლები. ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია სრულად გაიტანოს თანხა.
საპროცენტო განაკვეთები
იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ვადაზე ადრე გატანის უფლებით
| ვადა | GEL | USD | EUR | |||
|---|---|---|---|---|---|---|
| ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
| მოთხოვნამდე | 5.00% | 5.1% | 2.50% | 2.50% | 2.50% | 2.50% |
| 3 თვემდე | 8.00% | 8.30% | 3.00% | 3.00% | 3.00% | 3.00% |
| 6 თვემდე | 8.50% | 8.8% | 3.25% | 3.30% | 3.25% | 3.30% |
| 9 თვემდე | 8.50% | 8.8% | 3.25% | 3.3% | 3.25% | 3.3% |
| 12 თვემდე | 9.00% | 9.4% | 5.00% | 5.1% | 4.00% | 4.1% |
| 15 თვემდე | 9.00% | 9.4% | 5.00% | 5.1% | 4.00% | 4.1% |
| 18 თვემდე | 9.00% | 9.4% | 5.25% | 5.4% | 4.25% | 4.3% |
| 21 თვემდე | 9.00% | 9.4% | 5.25% | 5.4% | 4.25% | 4.3% |
| 24 თვემდე | 9.00% | 9.4% | 5.50% | 5.6% | 4.50% | 4.6% |
თანხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე გატანის შემთხვევაში მოხდება სარგებლის 1/2 -ის დარიცხვა.
იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ვადაზე ადრე გატანის უფლების გარეშე
| ვადა | GEL | USD | EUR | |||
|---|---|---|---|---|---|---|
| ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | ნომინალური | ეფექტური | |
| 3 თვემდე | 11.75% | 12.4% | 4.00% | 4.1% | 3.00% | 3.00% |
| 6 თვემდე | 12.50% | 13.20% | 5.00% | 5.1% | 4.00% | 4.1% |
| 9 თვემდე | 12.50% | 13.2% | 5.00% | 5.1% | 4.00% | 4.1% |
| 12 თვემდე | 13.50% | 14.4% | 7.50% | 7.8% | 6.50% | 6.7% |
| 15 თვემდე | 13.50% | 14.4% | 7.50% | 7.8% | 6.50% | 6.7% |
| 18 თვემდე | 13.70% | 14.6% | 7.75% | 8.0% | 6.75% | 7.0% |
| 21 თვემდე | 13.70% | 14.6% | 7.75% | 8.0% | 6.75% | 7.0% |
| 24 თვემდე | 14.00% | 14.9% | 8.00% | 8.3% | 7.00% | 7.2% |
მნიშვნელოვანი გაფრთხილება
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელექსპრესში ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ:
1. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელექსპრესი არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი.
2. მისი გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.
GEO