ინტელიექსპრესის მომხმარებლებს ბანგლადეშში თანხის გაგზავნა უკვე კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ. 

ინტელიექსპრესის მომსახურებებს ბანგლადეშის მიმართულებით საბანკო გადარიცხვის სერვისი დაემატა, რომლის საშუალებითაც თანხის პირდაპირ ბანგლადეშის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გაგზავნაა შესაძლებელი.

ახალი მიმართულება განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ბანგლადეშში ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ან სხვა პირებისთვის თანხის რეგულარულად გადარიცხვა სჭირდება. თანხა პირდაპირ მიმღების საბანკო ანგარიშზე ირიცხება, რაც გზავნილის მიღების პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

ბანგლადეშში საბანკო გადარიცხვის საკომისიო 5 დოლარიდან იწყება. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საუკეთესო გაცვლითი კურსით და თანხა ბანგლადეშის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გაგზავნონ.

ბანგლადეშის მიმართულების დამატება ინტელიექსპრესის საერთაშორისო ფულადი გზავნილების ქსელის კიდევ ერთი გაფართოებაა. კომპანია მუდმივად ავითარებს სერვისებს, რათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყანაში თანხის გაგზავნის უფრო მეტი, მარტივი და მოსახერხებელი შესაძლებლობა შესთავაზოს.

ინტელიექსპრესი – საერთაშორისო ფულადი გზავნილები მარტივად და უსაფრთხოდ.