ინტელიექსპრესის მომხმარებლებისთვის ჩინეთის მიმართულებით ფულადი გზავნილების გაგზავნა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდა. ჩვენი სისტემის დახმარებით მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ წარმატებით განახორციელონ მყისიერი ტრანზაქციები ჩინეთის წამყვან ფინანსურ პლატფორმებზე – UnionPay-ის ბარათებსა და AliPay-ის ელექტრონულ საფულეებზე, რაც სრულად ცვლის ჩინეთში ფულის გაგზავნის აქამდე არსებულ რთულ და ხანგრძლივ პრაქტიკას.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციები სრულდება პირდაპირ ადგილობრივ ვალუტაში – ჩინურ იუანში (CNY). ეს გამგზავნს საშუალებას აძლევს, წინასწარ იცოდეს ზუსტად რა თანხა აისახება ადრესატთან, ხოლო მიმღებ მხარეს დამატებითი კონვერტაციის ხარჯებს არიდებს.
ესტუმრეთ ინტელიექსპრესის ფილიალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მართეთ თქვენი ფინანსები ყველაზე სწრაფი, საიმედო და მომგებიანი პირობებით.