ინტელიექსპრესი პირველი ქართული ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელმაც ევროპული აღიარება მოიპოვა. კომპანია ოფიციალურად არის ლიცენზირებული ევროკავშირში, საქართველოში და უკრაინაში, რაც თითოეული მომხმარებლისთვის უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიას ნიშნავს.
საერთაშორისო ლიცენზირება და მრავალწლიანი გამოცდილება ინტელიექსპრესს განსაკუთრებულ ნდობას სძენს. ეს სტატუსი საშუალებას გვაძლევს, საზღვრების მიუხედავად, შემოგთავაზოთ სტაბილური და დაცული სერვისი. ჩვენი სისტემა მუდმივად ვითარდება, რათა ფულადი გზავნილების პროცესი იყოს თითოეული თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული.
2006 წლიდან თქვენს სამსახურში!