ინტელიექსპრესი ქართველ ემიგრანტებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს – Mastercard-ის საკრედიტო ბარათის მიღება უკვე ევროშიც არის შესაძლებელი. ეს სერვისი მომხმარებლებს ფინანსების მართვის კიდევ უფრო მეტ მოქნილობასა და კომფორტს აძლევს.

წინასწარ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ, მარტივად განახორციელონ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები, მათ შორის:

• ფულადი გზავნილების გაგზავნა ფილიალში ვიზიტის გარეშე;
• ბარათით გადახდა სავაჭრო ობიექტებში;
• თანხის განაღდება ბანკომატიდან.

ინტელიექსპრესი მუდმივად ავითარებს საკუთარ სერვისებს, რათა ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ ყოფნისას ფინანსური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაუმარტივოს და შესთავაზოს უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და კომფორტული გადაწყვეტილებები.