ინტელიექსპრესის სისტემით ფულადი გზავნილების გაგზავნა და განაღდება  საქართველოს ბანკის მომხმარებლებსაც შეუძლიათ.

ინტელიექსპრესი საერთაშორისო ფულადი გზავნილების მრავალფეროვან მიმართულებებსა და მომსახურების შესაძლებლობებს აერთიანებს, ხოლო საქართველოს ბანკის არხების საშუალებით გზავნილის მიღება და გაგზავნა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას.

ინტელიექსპრესი – საერთაშორისო ფულადი გზავნილები მარტივად და უსაფრთხოდ.