ოქროს ღირებულება მხოლოდ მის შენახვაში არ არის – InexPay-სა და ინტელიექსპრესის ერთობლივი პროდუქტით, თქვენი ძვირფასეულობა რეალურ, მოქნილ ფინანსურ შესაძლებლობად იქცევა.

წარმოგიდგენთ ლომბქარდს – სალომბარდე სესხზე მიბმულ Mastercard საკრედიტო ბარათს, რომელიც სრულ თავისუფლებას განიჭებთ: იყენებთ ლიმიტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ, ხოლო პროცენტი გერიცხებათ მხოლოდ ათვისებულ თანხაზე და არა მთლიან ლიმიტზე. ბარათის მართვა კი სრულად დისტანციურად, InexPay-ის აპლიკაციიდან შეგიძლიათ.

InexPay-ის ოქროს პაკეტი – მეტი, ვიდრე უბრალოდ ბარათი

ლომბქარდის გააქტიურებასთან ერთად, ავტომატურად იღებთ InexPay-ის ოქროს პაკეტს, რომელიც ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ბევრად მომგებიანს ხდის:

  • ექსკლუზიური სავალუტო კურსი: უკეთესი პირობა ყველა ვალუტაზე.
  • შეღავათიანი გადარიცხვები: სპეციალური ტარიფები თურქეთისა და ჩინეთის მიმართულებით.
  • ნულოვანი საკომისიო: კომუნალური გადასახადების დაფარვა აპლიკაციიდან საკომისიოს გარეშე.
  • უფასო ინტერნეტი: MobineX-ის 1 GB ინტერნეტპაკეტი წელიწადში და ექსკლუზიური შეთავაზებები.

მარტივი მართვა InexPay-ის აპლიკაციიდან

InexPay-ის აპლიკაციაში თვალს ადევნებთ და მართავთ ყველა პროცესს:

  • ბარათის ხელმისაწვდომი ლიმიტისა და ბალანსის შემოწმება;
  • ტრანზაქციების სრული ისტორიის ნახვა;
  • PIN კოდის ცვლილება ან ბარათის მყისიერი დაბლოკვა/განბლოკვა.

გრანდიოზული საჩუქრების აქცია! (07.09.2026 – 31.10.2026)

ჩაერთეთ აქციაში და მიიღეთ გარანტირებული ფულადი საჩუქარი 10-დან 10 000 ლარამდე!

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

  1. ეწვიეთ ინტელიექსპრესის ფილიალს, განათავსეთ 300 ლარზე მეტი ღირებულების ოქრო (ან არსებული სესხიდან დამატებით აითვისეთ 300 ლარზე მეტი).
  2. მაქსიმუმ 3 დღის ვადაში გაიარეთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია InexPay-ის აპლიკაციაში.
  3. დააკავშირეთ სალომბარდე სესხი InexPay-თან და გააქტიურეთ ოქროს პაკეტი.

საჩუქრის პირობა: ყველა მომხმარებელი, რომელიც შეასრულებს პირობას, მიიღებს მინიმუმ 10 ლარს, ხოლო რიგითობის მიხედვით საჩუქარი შეიძლება გაიზარდოს (20, 50, 100, 200, 500, 1 000, 2 000, 5 000 ან 10 000 ₾). 

თანხა დაირიცხება თქვენს InexPay-ის ელექტრონულ საფულეზე პაკეტის გააქტიურების მომდევნო ორშაბათს. (აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ).

ნუ დატოვებთ ოქროს უმოქმედოდ – აქციეთ ის ყოველდღიურ ფინანსურ რესურსად. 

ჩამოტვირთეთ InexPay, ეწვიეთ ინტელიექსპრესს და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი დღესვე!