ფილიპინების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ინტელიექსპრესი და ციფრული ფინანსური აპლიკაცია InexPay თბილისში მცხოვრებ ფილიპინურ საზოგადოებას შეუერთდნენ. კომპანიები ღონისძიების ოფიციალური სპონსორები და თანაორგანიზატორები გახდნენ, რომლის მიზანიც ფილიპინური კულტურის, ერთიანობისა და საზოგადოების მხარდაჭერა იყო.
ღონისძიების ფარგლებში, ინტელიექსპრესისა და InexPay-ს წარმომადგენლებმა სტუმრებს კომპანიის სერვისები, საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესაძლებლობები და ციფრული გადარიცხვების უპირატესობები გააცნეს. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გაცნობოდნენ InexPay-ს აპლიკაციას და შეეფასებინათ სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო გზავნილების სერვისი.
ფილიპინების დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მომხმარებლებისთვის სპეციალური პირობებიც მოქმედებდა – 12-დან 14 ივნისის ჩათვლით ხელმისაწვდომი იყო განსაკუთრებული გაცვლითი კურსი, ხოლო ფილიპინებში 5000 ლარამდე საბანკო გადარიცხვისას საკომისიო მხოლოდ 1 ევროს შეადგენს.
ინტელიექსპრესი და InexPay მომავალშიც გააგრძელებენ საერთაშორისო საზოგადოებების მხარდაჭერას, სპეციალური შეთავაზებებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას.