საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი მომხმარებლებს კანადის მიმართულებით თანხის გადარიცხვის კიდევ უფრო გამარტივებულ სერვისს სთავაზობს, სადაც ტრანზაქციის შესრულება საერთაშორისო საბანკო ანგარიშის (IBAN) კოდის მითითების გარეშე არის შესაძლებელი.
ჩვენი გლობალური ქსელის მხარდაჭერით, გადარიცხული თანხა ადრესატის საბანკო ანგარიშზე პირდაპირ ადგილობრივ ვალუტაში – კანადურ დოლარში (CAD) აისახება, რაც მიმღებს დამატებითი კონვერტაციის ხარჯებს არიდებს.
კანადის მიმართულებით თანხის გადასაგზავნად„ინტელიექსპრესის ფილიალებსა თუ პარტნიორ პუნქტებში მხოლოდ მიმღების სახელი, გვარი, მოქალაქეობა, ანგარიშის ნომერი, ბანკის დასახელება და ადგილობრივი საბანკო კოდი (Routing Number) არის საჭირო, რომელიც კანადაში IBAN-ის ფუნქციას ასრულებს.
საუკეთესო ტარიფებისა და მომგებიანი პირობების წყალობით, ინტელიექსპრესი საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს, მარტივს და უსაფრთხოს ხდის.