ინტელიექსპრესის სერვისებით სარგებლობა მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში და 500,000-ზე მეტ სერვის პუნქტშია შესაძლებელი. კომპანია, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების მაღალ ხარისხს, დაბალ ტარიფებსა და კონვერტაციის საუკეთესო კურსს.

სერვისის მთავარი დანიშნულება ადამიანების დაკავშირება და მათთვის ფინანსური ოპერაციების გამარტივებაა. გლობალური ქსელი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სწრაფად და უსაფრთხოდ გაგზავნოს ან მიიღოს თანხა მისთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე.

ინტელიექსპრესი – ეს არის ნდობა, რომელიც 2006 წლიდან შენდება და დღეს უკვე მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს მომხმარებლებს.