ინტელიექსპრესი ევროკავშირში ავტორიზებული საგადახდო სისტემაა, რომელიც ოფიციალურად არის რეგისტრირებული სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვის ეროვნულ ბანკებში. საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ აღიარება მომხმარებლისთვის დამატებითი ნდობისა და უსაფრთხოების საფუძველია.
აღნიშნული რეგისტრაციები ნიშნავს, რომ მომსახურება სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თითოეული ტრანზაქცია არის გამჭვირვალე, ხოლო თქვენი თანხები დაცულია ოფიციალური რეგულაციების ფარგლებში.
ინტელიექსპრესი უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და სტაბილურ გარემოს ყოველი გადარიცხვისას.