ემიგრაცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და სენტიმენტალური გადაწყვეტილებაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება ცხოვრებაში მიიღოს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც თითქმის ყოველთვის საყვარელი ადამიანების უკეთესი მომავლის ძიებით, ოჯახზე ზრუნვითა და თანადგომის სურვილით არის განპირობებული. სამშობლოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით მყოფი ემიგრანტებისთვის ყოველი დღე იწყება და მთავრდება ფიქრით იმაზე, თუ როგორ არიან მათი შვილები, შვილიშვილები, მშობლები თუ მეუღლეები.
სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესისთვის თითოეული ტრანზაქცია მხოლოდ ციფრები და ფინანსური ოპერაცია არ არის – ეს არის სიყვარულის, მონატრებისა და პასუხისმგებლობის უხილავი, მაგრამ ყველაზე მყარი ხიდი.
ყოველი გზავნილის მიღმა რეალური ისტორია დგას
როდესაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ინტელიექსპრესის გლობალური ქსელის რომელიმე პუნქტში შედის ან პარტნიორი ციფრული პლატფორმით ახორციელებს გადარიცხვას, მას კონკრეტული მიზანი აქვს.
ეს თანხა ხშირად არის შვილის უნივერსიტეტის მომდევნო სემესტრის გადასახადი, მშობლებისთვის საჭირო მედიკამენტები, საოჯახო ბიზნესის განვითარების იმედი ან უბრალოდ თბილი საჩუქარი დღესასწაულებზე.
ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ინტელიექსპრესის სერვისებით სარგებლობა მათთვის ერთგვარი რიტუალია, აფასებენ ჩვენს სერვის და აქვთ განცდა, თითქოს ფიზიკურად შორს მყოფნი, მაინც აქტიურად მონაწილეობენ საკუთარი ოჯახების ყოველდღიურობაში.
ყოველი წარმატებული გადარიცხვა არის გზავნილი სამშობლოში: „მე თქვენთან ვარ, მე თქვენზე ვზრუნავ და ჩემი შრომა თქვენს კეთილდღეობას ხმარდება“.
ინტელიექსპრესის სერვისები და მაქსიმალური კომფორტი მომხმარებლებისთვის
ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული გამომუშავებული თეთრი ემიგრანტისთვის და რა მოუთმენლად ელოდება ამ დახმარებას ოჯახი საქართველოში. სწორედ ამიტომ, ინტელიექსპრესმა წლების განმავლობაში შექმნა სისტემა, რომელიც ფულის გაგზავნისა და მიღების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს:
- მყისიერი ასახვა და საიმედოობა: უსაფრთხოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები იძლევა გარანტიას, რომ გადარიცხული თანხა ადრესატამდე უმოკლეს დროში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მივა.
- ხელმისაწვდომი ლოკაციები: ინტელიექსპრესის საკუთარი და პარტნიორული ფილიალების უზარმაზარი ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფს მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს, როგორც გამგზავნისთვის, ასევე თანხის მიმღები ადრესატისთვის.
- მომგებიანი ტარიფები და კურსი: ჩვენი საფირმო ნიშანი ყოველთვის იყო და რჩება დაბალი, გამჭვირვალე საკომისიოები და ვალუტის კონვერტაციის საუკეთესო პირობები.
- მრავალფეროვანი მიმართულებები: იქნება ეს ტრადიციული გზავნილები თუ გადარიცხვები წამყვანი ქვეყნების (მათ შორის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა თუ აზიის) საბანკო ანგარიშებსა და ციფრულ საფულეებზე – ინტელიექსპრესი ყოველთვის საუკეთესო სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.
ციფრული ევოლუცია და მომავლის გეგმები
სამყარო იცვლება და მასთან ერთად იცვლება მომხმარებლის მოთხოვნებიც. დღეს ინტელიექსპრესის სერვისები ხელმისაწვდომია მარტივ ფინანსურ აპლიკაცია InexPay-ში, რათა ემიგრანტებმა და მათმა ახლობლებმა სერვისების მიღება სრულად დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელადაც შეძლონ.
ემიგრაციაში ყოფნა დიდი პიროვნული გმირობაა. სანამ უცხოეთში მცხოვრები ქართველები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დაუღალავად შრომობენ საკუთარი ოჯახების ბედნიერებისთვის, ინტელიექსპრესი აგრძელებს თავისი უმთავრესი მისიის შესრულებას – იყოს საიმედო, სწრაფი და ხელმისაწვდომი დასაყრდენი თითოეული მათგანისთვის.