InexPay-ის მობილური აპლიკაცია მომხმარებელს ინტელიექსპრესის სერვისებით სახლიდან გაუსვლელად სარგებლობას გთავაზობთ.
აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გაგზავნოთ და გაანაღდოთ ფულადი გზავნილები საუკეთესო პირობებით, ასევე შეასრულოთ საერთაშორისო საბანკო და საბარათე გადარიცხვები მინიმალური საკომისიოთი.
პლატფორმა ორიენტირებულია თქვენი ხარჯების ოპტიმიზაციაზე, აქ შეგიძლიათ გადაცვალოთ ვალუტა ყველაზე ხელსაყრელი კურსით და დაფაროთ კომუნალური თუ სხვა ყოველდღიური გადახადები ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე.
გადმოწერეთ აპლიკაცია, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია და ვერიფიკაცია და ისარგებლეთ ყველა უპირატესობით!